სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტის სახელწოდება _ ,,დღის რეჟიმი და მისი მნიშვნელობა.’’

პროექტის მთავარი იდეა (თემა) _ დღის რეჟიმი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

პროექტის აქტუალობა _ პროექტი აქტუალურია, რადგანაც მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ დღის რეჟიმის, პირადი ჰიგიენის, საკლასო ოთახში ქცევის, კომპიუტერთან მუშაობის და ა.შ. წესები და პროცედურები.

პროექტის მიზნები _ მოსწავლეები შეძლებენ, შესაბამის მასალების დამოუკიდებლად მოპოვების უნარ-ჩვევებს, საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრას დღის რეჟიმისა და მისი მნიშვნელობის მიმართ,  ჯანსაღი ცხოვრების წესებისა და  პროცედურების გამოყენებას  ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში.

მოსწავლეთა ასაკი _ 9-10 წელი.

ვადები _ 7-10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები _ ბავშვები შეისწავლიან, მოიძიებენ ინფორმაციას ეძებენ საჭირო ლიტერატურას ქმნიან ბუკლეტებს, უშვებენ კედლის გაზეთს.

პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები _ სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, თანატოლთა დახმარება, პედაგოგის დახმარება, მშობლების დახმარება.

პროექტის მსვლელობა _
პირველი-აქტივობა. მოსწავლეთა ორგანიზება,  ჯგუფებად დაყოფა, თემის გაცნობა. თემის შესასწავლი საკითხების კითხვების ჩამოყალიბება.
პერველი- ჯგუფი-ევალებათ ჩამოწერონ ერთი დღის და ერთი კვირის სრული დღის რეჟიმის  მათებური ვერსია განსახილველად. საჭიროების შემთხვევაში,  ვაძლევ მითითებებს .
მეორე აქტივობა;-საკლასო ოთახში ქცევის წესები.
მეორე-ჯგუფი -ამზადებს ინფორმაციას, კლასში ქცევის ,ოთახის განიავების, პირადი ველის, მერხთან ჯდომის წესების  და ა. შ.
მესამე აქტივობა. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა.
მესამე ჯგუფი -მოიპოვებს ინფორმაციას კვების ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის, კალორიული საკვების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის საშუალებებს.
მეოთხე აქტივობა -კომპიუტერთან ურთიერთობა.
მეოთხე ჯგუფი-დღის რეჟიმის შედგენის დროს ყურადღებას ვამახვილებთ კომპიუტერთან ურთიერთობისათვის  გამოყოფილ დროს  რომელიც არ უნდა აღემატებოდეს  დღეში 20-25წთ.
მეხუთე აქტივობა-მოპოვებული მასალის სინთეზი, პრეზენტაციის მოწყობა.
მეექვსე-აქტივობა-შეფასება. ხდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ აღნიშნული აქტივობების განხილვა პროექტის წარმართვა, შეფასება.

საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ბიოლოგია , სპორტი.

პროექტის ხელმძღვანელი _ ბაგრატ ბერიძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა _ beridzebagrat@gmail.com